თინა ხიდაშელის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის, როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარტია „ხალხის ძალის" კანონპროექტი საფრთხეს უქმნის, როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოოდ, ეს პროცესი მათ დახურვას გამოიწვევს. "რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციები უარს იტყვიან აგენტებად დარეგისტრირებაზე, მედიაორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოოდ, ეს პროცესი მივა ამ ორგანიზაციების რეგისტრაციის გაუქმებამდე და მათ დახურვამდე. იმ შემთხვევაში, თუ დაემორჩილებიან და მაინც დარეგისტრირდებიან აგენტებად ეს ორგანიზაციები, უკვე სხვა ტიპის საფრთხეები გაჩნდება მაგალითად, დონორებთან ურთიერთობაში. რუსეთში როგორ მოხდა ის, რომ დონორები წავიდნენ, ვინმემ კი არ უთხრა, კარი დაიხურეთ და წადითო, ზუსტად ამ ფორმით მოხდა. ჩვენ ყველა ვავსებთ დეკლარაციას, როდესაც პარტნიორ ქვეყნებს დაფინანსებისთვის მივმართავთ, სადაც უნდა ჩაწერო ვინმეს ვალი გაქვს თუ არა, დანაშაული გაქვს ჩადენილი თუ არა, დღეს ძალიან თამამად ვამბობთ ამას და ვაწერთ ხელს ამ დეკლარაციას, ხვალ ასეთი მარტივი არ იქნება. მერე ეს ბუნებრივად იწვევს იმ პროცესს, რაც რუსეთში მოხდა",-განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით