ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა, სადაც მხარეეებმა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფრმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები მიმოიხილა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშა ხუციშვილმა, შეხვედრაზე გლობალური და რეგიონული მასშტაბის გამოწვევების პირობებში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობის შესახები საუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მთავარ წარმმართველ ძალად კერძო სექტორს მოიაზრებს.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც წაახალისებს და მოიზიდავს კერძო ინვესტიციებს კონკრეტულ სფეროში, მათ შორისაა: ჩქაროსნული მაგისტრალი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. მისი თქმით, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში