ბენ უოლესი - ვფიქრობ, პუტინი არ აპირებს გაჩერებას - უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს

უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის კიდევ 12 თვის განმავლობაში გაგრძელება ვიხილოთ, უოლესმა განაცხადა: „ვფიქრობ, დიახ".

"ვფიქრობ, რუსეთი სრულ გულგრილობას ავლენს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების მიმართ. 12 თვის განმავლობაში 188 000 და რეალურად მეტი, რუსი ჯარისკაცები დაიღუპა ან დაშავდა პრეზიდენტ პუტინის ამ კატასტროფული არასწორი გათვლებისა და აგრესიის შედეგად“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ პუტინი გაჩერებას არ აპირებს.

„როდესაც ვინმე კვეთს ზღვარს და თვლის, რომ კარგია ამის გაკეთება საკუთარ ხალხთან, ეფექტურად ამუშავებს ხორცსაკეპ მანქანას ჯარისთვის, ვფიქრობ, რომ ის არ აპირებს გაჩერებას“, - აღნიშნა უოლესმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა