სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“, კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, ,,ქურდული გარჩევისას“, „კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს.

„პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (,,კანონიერი ქურდობა“, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 3 პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ე.წ. ,,კანონიერ ქურდს“ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო ,,ქურდული სამყაროს“ სამ წევრს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ წევრს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს