კონკურენციის სააგენტოსა და კომპანია „სუპერს“ შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „სუპერთან“ პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სუპერმა“ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებელი უფლებამოსილია - კანონით გათვალისწინებული ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ნივთის უპირობო დაბრუნების და კანონისმიერი გარანტიის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. შესაბამისად, შეთანხმების თანახმად, „სუპერმა“ აიღო ვალდებულება - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მომავალში მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება წინასწარ განახორციელოს.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

ამ დროისათვის, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შემოსულია 151 განაცხადი, საქმის შესწავლა დაწყებულია 80 საკითხზე. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის, მომხმარებლის სასარგებლოდ, 19 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ონლაინ ვაჭრობის სექტორში 5 დარღვევის ფაქტი დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი