ადვოკატის განცხადებით, ლაშა ფურცხვანიძისთვის გამოძიების ბოლო დღეს ბრალის დამძიმება პროკურატურის მხრიდან წინასწარ გაცემული დაპირების შედეგად მოხდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ფურცხვანიძისთვის გამოძიების ბოლო დღეს ბრალის დამძიმება პროკურატურის მხრიდან წინასწარ გაცემული დაპირების შედეგად მოხდა.

ჩოფიკაშვილის თქმით, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

"დაცვის მხარემ მოცულობითი ინფორმაცია წარმოვადგინეთ, რომელთა მტკიცებულებათა სახით დასაშვებად ვითხოვთ სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გამოძიება არაობიექტური იყო და წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება იმ ინფორმაციით, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. პირიქით, დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულების უდანაშაულობა დასტურდება. სასამართლოს ყურადღებას იმ კანონდარღვევებისკენ მივაპყრობთ, რომელთაც ადგილი გამოძიების პროცესში ჰქონდა და შუამდგომლობა გვექნება, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის გარკვეული ინფორმაციები არ დაუშვას, რომელიც კანონის დარღვევით მოპოვებული და წარმოდგენილია სასამართლოში. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის ოფიციალური განცხადებებით დასტურდება ის, რომ მათ ტექნიკური საინჟინრო ექსპერტიზა არ აქვთ, რასაც შეუძლია კავშირი დაადგინოს ტრაგედიასა და შესრულებულ სამუშაოს შორის და ეს აუცილებელია, თვითონ იმ ექსპერტების გამოკითხვის ოქმებითაც და ინფორმაციით, რომელიც ბრალდებას გამოკითხული ჰყავს. ელემენტარული სამართლიანობის პირობებშიც კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და დევნა უნდა გაუქმდეს",- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის დამძიმებისთვის დამატებით მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

"ბრალის დამძიმება გამოძიების ბოლო დღეს წინასწარ ავანსად გაცემული დაპირების და მუქარის შესრულება იყო, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურის მხრიდან. არანაირი ახალი გარემოება ამ ბრალის დამძიმებისათვის არ ყოფილა წარმოდგენილი, იგივე მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც 5 თვის განმავლობაში ქმედებები ორი მუხლით იყო დაკვალიფიცირებული და დამატებით ორი მუხლით დაკვალიფიცირდა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა. ამ უდიდეს ტრაგედიაზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის და განსაკუთრებით, ოჯახისთვის უმძიმესია, ცდილობენ თქვან, რომ რეაგირება მოახდინეს",- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის