გიგი გიგიაძე - ის დიდი უფსკრული, რომელიც ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ 24 თებერვალს, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, კიდევ უფრო იზრდება

EPRC-ს უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ძალიან ნეგატიურად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინისგან მაქსიმალურად დისტანცირდა.

„ეს ერთი წელი ჩვენ ფაქტობრივად, დავინახეთ, რომ მოხდა მაქსიმალური დისტანცირება საქართველოს ხელისუფლებისა და უკრაინელ ხალხს შორის. ამავე დროს, მოხდა იმ არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად დაკარგვა, რომელიც ამ დიდმა ტრაგედიამ გახსნა, რასაც ჰქვია პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში და შემდეგ უკვე ევროკავშირის მხრიდან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზება, რომელიც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ.

რაც ასევე ძალიან სამწუხაროა, ის დიდი უფსკრული, რომელიც ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ 24 თებერვალს, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, კიდევ უფრო იზრდება. ხვალ ამის მკაფიო მაგალითი იქნება ქართველი ხალხის ნების გამოხატულება",-განაცხადა გიგიაძემ.

მისი თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა არის, რაც შეიძლება სწრაფად აუცილებელი შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის იმისთვის, რომ უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს ტერიტორიების გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან.

„მთავარ გამოწვევად ასევე რჩება, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ის ერთსულოვნება, რომელიც ახლა დასავლეთს აქვს, რომელიც არსებობს ახლა ცივილიზებულ სამყაროში და არანაირი გახანგრძლივება არ მოხდეს იმ პროცესის, რასაც ჰქვია უკრაინისთვის შემტევი შეიარაღების გადაცემა. ყველაფერ იმის მიწოდება, რაც აუცილებელი იქნება ამ ომის დასასრულებლად და უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გასათავისუფლებლად",-განაცხადა გიგიაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა