ანდრეი კასიანოვი - პუტინი და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ - რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა

პუტინის აგრესია მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე -"რუსეთის აგრესია უკრაინაში :წინააღმდეგობის ერთი წელი" - განაცხადა.

„რამშტაინის“ შეხვედრაზე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად და ის ყოველ დღე უზარმაზარ ფასს იხდის. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას ადვილად დაამარცხებდა და მისი ქმედებები დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა ძალიან შეცდნენ. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი. მან თავისი გაბედულობითა და მედეგობით მთელი მსოფლიოს შთაგონება შეძლო. ნატო და დასავლეთი ისეთი ძლიერი და ერთიანი არასოდეს ყოფილა როგორც დღეს. რუსეთი გლობალურად გარიყულია და სრულ იზოლაციაში იმყოფება. რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. რუსეთს სურდა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მოშორება, რუსეთის მარიონეტული მთავრობის ჩანერგვა და უკრაინის, როგორც ერის, მისი ხალხის, კულტურისა და ისტორიის განადგურება სურდა. რუსეთმა ამას ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს.

რუსეთის პროპაგანდა მისი არმიის ძლევამოსილების შესახებ, საბოლოოდ დაინგრა. ის, რაც რუსეთის არმიას შეუძლია, არის მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებზე, დაწესებულებებზე, საავადმყოფოებზე, თეატრებსა და სკოლებზე თავდასხმა. ის იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას, ფოსფორის ბომბებს და ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებს“, - აღნიშნა კასიანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი უდიდეს დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე, სადაც უკვე თითქმის 200 000 რუსი დაიღუპა და ის, რაშიც რუსეთმა მოულოდნელ შედეგებს მიაღწია, არის ომის დანაშაულების ზრდა და მის ჯარისკაცებს შორის ომის კრიმინალების რიცხვია.

კასიანოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს და რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს სპეციალური ტრიბუნალის წინაშე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რაც მალე მიიღებს უკრაინა საჭირო მხარდაჭერას, მით მალე დასრულდება ომი.

„ეს წელი უპრეცედენტოდ დაიწყო, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. სამხედრო, ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერის. ისევე როგორც ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის. მთელი ცივილური მსოფლიოსთვის ცხადი გახდა, რომ რაც უფრო მალე დაეხმარებიან უკრაინას, მით მალე დასრულდება ომი მხოლოდ ერთი შესაძლო გზით, რუსეთის დამარცხებით და ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციით. დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს“, - აღნიშნა კასიანოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)