უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, იტალიის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

იტალიის ქუჩაზე, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდიდან გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით, ხოლო ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება დასაშვები იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ.

"გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ათონელის ქუჩიდან ვირსალაძის ქუჩაზე და შემდეგ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით; მძღოლები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ, ხოლო ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ასევე, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვა 24 თებერვლის 11:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება