საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

იუნკერები 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რუსეთთან ომის დროს იუნკრები, სხვა შენაერთებთან ერთად, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს იცავდნენ. ომის დროს, სამხედრო სასწავლებელში, სიის მიხედვით 183 იუნკერი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. მათგან ბრძოლაში დაიღუპნენ ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები. მტერთან ბრძოლაში 43 იუნკერი დაიჭრა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს