ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა!

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „გავრილოვის შიკრიკი“ და ქვეყანაში „რუსული დღის წესრიგი გამტარებელია“. ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზომბი და მართლა მებრალება ქვეყანას რომ არ მტრობდეს“, - წერს ეკა ბესელია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „გავლენების შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ჯაშუშებს არ შეეხება და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი ჯაშუშები არიან და იყვნენ „ქართულ ოცნებაშიც“.

კობახიძემ რამდენიმე ადამიანი დაასახელა, ვინც, მისი განცხადებით, მმართველ გუნდში „ირიბი აგენტი“ იყო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ახლა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერო ეკა ბესელია.

„შემიძლია კონკრეტული გვარები ვთქვა არა ჯაშუშების ან პირდაპირი აგენტების, არამედ ირიბი აგენტების. მაგალითად, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გადაბირებული ჰყავდა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ. ეს ადამიანები შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ. გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი მართულები იყვნენ. მაგალითად, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას ანთხევს და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ვისაც უნდა სცოდნოდა, რაღაც მომენტიდან იცოდა, რომ ის მართული იყო და გუნდიდან გაშვებული იქნა. მიზეზი იყო ის, რომ მართული იყო და ვერც გამოსწორდა (როგორ შეიძლება აგენტი გამოსწორდეს). ასევე ეკა ბესელია - ამ შემთხვევაშიც ვანო მერაბიშვილის როლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან [ბესელიამ] მძიმე როლი შეასრულა. ვისაც უნდა სცოდნოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით ეს. მან თავი გამოავლინა 2018-2019 წლებში სხვადასხვა კუთხით. ასევე კახა ოქრიაშვილი, იგი დღეს უკვე ღიადაა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული. მათი გუნდიდან უფრო ადრე გაშვება მეტ რისკებთან იყო დაკავშირებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს