„ჯეოქეისმა“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ონლაინ განხილვა გამართა

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ ორგანიზებით სახელწოდებით - „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანიდან კანდიდატის სტატუსამდე“ ონლაინ განხილვა გაიმართა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ონლაინ განხილვის მიზანი იყო: საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი; 2023 წლის პირველ თებერვალს ევროკომისიის მიერ მიღებული ანალიტიკური ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების მიმოხილვა; ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12 პრიორიტეტის და განსახორციელებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ მსჯელობა.

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განხილვას მოდერატორობა გაუწია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ხამაშურიძე ონლაინ ღონისძიების მთავარი მომხსენებელი გახლდათ. ხათუნა ბურკაძემ ევროინტეგრაციის ეტაპებისა და იმ გეოპოლიტიკური ფაქტორების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დააჩქარეს.

„გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საომარი, აგრესიული მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ეს მოცემულობა არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა. რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე წლის 3 მარტს საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ანალოგიური განაცხადით ევროკავშირს მიმართეს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ნიშნავს იმის გაცხადებას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისივე თქმით, 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ.

„დღეს მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ, მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ და კიდევ უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპისათვის ალტერნატიული ენერგო რესურსების, სატრანზიტო მარშუტების განვითარების პროცესში. ამ ფაქტორების გათვალისწინება კი ცივილიზაციურ, ევროპულ არჩევანთან დაგვაახლოებს და ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვაპოვინებს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ კი ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკური განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის საკითხებზე შიდა და გარე აუდიტორიასთან მჭიდრო კომუნიკაცია გააჩნია.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საკმაოდ დინამურია, მათ შორის ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობით. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს ბრიუსელიდან, რადგან ის გაწევრიანების წინარე ინსტრუმენტია და მისი მიზანია, მეტი შესაძლებლობის შექმნით, ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი დაჩქარდეს,“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა