შალვა პაპუაშვილი რადაზე - ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებსა და კოლეგებს შორის ურთიერთობა არის თბილი და ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით

როცა საუბრობთ უკრაინის პარლამენტზე, მე მგონი მათი მხრიდან არ მოგისმენიათ რაიმე საყვედური სოლიდარობის მხრივ. აი, ეს არის სამწუხარო, რომ ქართველი პოლიტიკოსები და ქართული მედია აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ თემის განსაკუთრებით გამწვავებას ცდილობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და უკრაინის პარლამენტებს შორის ურთიერთობა არის თბილი და ამ ურთიერთობას განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.

მისი თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში იყო უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებები, რომ საქართველოში არის ადამიანის წამების რეჟიმი და როდესაც ამ ბრალდებებზე არ არის რეაგირება, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

,,ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებსა და კოლეგებს შორის ურთიერთობა არის თბილი და ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით. სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან იყო განცხადებები და ბრალდებები, სადაც საქართველოს პირდაპირ აბრალებენ, რომ აქ არის ადამიანის წამების რეჟიმი. როდესაც თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას აბრალებენ ამას და როცა ყველამ იცის, რომ ეს არის ტყუილი და არავინ, ჩვენი ოპონენტები არ იღებს ხმას და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ჩვენს გვერდით არ გვიდგანან, ეს არის საწყენი. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არც ერთხელ ჩვენ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარულები ვყოფილიყავით მათ მიმართ სიტყვით, თუ საქმით,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები