შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე - ჩვენი ერთადერთი პირობაა ნებისმიერი დიალოგი გაფიცულებთან გიორგი დიასამიძის გარეშე

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად ქარხანა არ გაჩერებულა. წარმოების პროცესი დღემდე გრძელდება. კომპანია მზად არის კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის გაფიცულებთან, თუმცა ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის გარეშე.

„ბოლო დღეების განმავლობაში, გაფიცულ თანამშრომელთა წარმომადგენლების მხრიდან არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაჟღერდა განსაკუთრებით, მათი ხელფასების ოდენობასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამოვთქვამთ მზაობას, გაფიცულ დასაქმებულ პირთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გავასაჯაროოთ მხოლოდ მათი სახელფასო ანაზღაურებების ოდენობები, რათა საზოგადოებას, მედიას და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს რეალურ და სწორ ინფორმაციას. ასევე ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის გაფიცულებთან, გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ვფიქრობთ, რომ ის არ იცავს არამხოლოდ გაფიცულების, არამედ პროფკავშირის ინტერესს”, - განმარტავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.

მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვას წინ უძღოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, რომელიც 26 იანვარს დაიწყო და 13 თებერვალს მედიაციის პროცესის დასრულებამდე გაიფიცნენ. ამის პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა გაფიცულთა მოთხოვნები, გაიზარდა და ბოლოს 27 პუნქტი შეადგინ. კომპანიამ განიხილა მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.თუმცა საბოლოო ჯამში მათი მოთხოვნები გაიზარდა, ამასთან ადგილი ჰქონდა გიორგი დიასამიძის მხრიდან პროვოკაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას, რამაც მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაშ დასაქმებულემა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან