თურქეთში საქართველოს ელჩი - პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება სტიქიის ზონაში - ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება სტიქიის ზონაში, კერძოდ, ჰათაის პროვინციის ქალაქ ანტაქიაში, სადაც მიწისძვრამ რეგიონს ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. მოგეხსენებათ, ამ ზონაში იმყოფება ქართველ მაშველთა ჯგუფი, რომელმაც როტაციის მეშვეობით შეიცვალა ლოკაცია და ჩამოვიდა ადიამანიდან. საერთო რაოდენობით ქართველ მაშველთა ჯგუფი იყო 200 კაცამდე. პირველი როტაცია 112 კაცის ოდენობით ჩამოვიდა, შემდეგ 85 მაშველი დაემატა. ჩვენმა გმირმა მაშველებმა არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს.

პრემიერ-მინისტრს ადგილზე ექნება შეხვედრები როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე მოინახულებს აფადის ცენტრს, რომელიც წარმოადგენს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბს", - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს