ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებსა  და სერვის პროვაიდერებს პარტნიორობის განახლებული პირობები გააცნეს

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებსა და სერვის პროვაიდერებს პარტნიორობის განახლებული პირობები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო GITA -ს 2023 წლის გეგმები, აქტივობები და პროგრამები, რომელშიც მოწვეულ სტუმრებს ჩართულობის საშუალებაც ჰქონდათ.

„აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერის ახალი სტრუქტურისა და წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების შესახებ მოისმინა. პრეზენტაციის შემდგომ კითხვა-პასუხის სესია და პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც გასული წლის წარმატებული პროექტებისა და აქტივობების ორგანიზატორებმა თავიანთი გამოცდილება დამსწრე საზოგადოებასა გაუზიარეს და მიმდინარე წლის პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებს. აღნიშნული აქტივობა ინოვაციების ეკოსისტემის ლიდერების უფრო კოორდინირებულ და მჭიდრო ურთიერთობას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა