თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ორი კი, დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.