„ევროსპორტის" კომენტატორი, ბრედ ჯეი „მთის ტრასების სააგენტოს" გუნდს მადლობას უხდის.
როგორც მან აღნიშნა, ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო.
„თუ გაქვს მცირე შანსი, ჩამოდი აქ, ბაკურიანში, ულამაზეს ადგილას, რომლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდი ინვესტიცია ჩაიდო.
დიდი მადლობა MTA-ს, საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია“, - აღნიშნა მან „ევროსპორტის“ პირდაპირ ეთერში.
ინფორმაციას „მთის ტრასების სააგენტო“ ავრცელებს.