ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისიის ყველა თანამშრომელს დღეს დილით მათი სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან 15 მარტამდე „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალეს.
ამასთან, მათ უნდა წაშალონ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობით სამსახურთან დაკავშირებულ აპლიკაციას იყენებენ.
თუ ევროკომისიის რომელიმე თანამშრომელს არ სურს, პირადი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან „ტიკტოკის“ წაშლა, მან უნდა წაშალოს მოწყობილობიდან სამსახურებრივი აპლიკაცია.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჩინურ სოციალურ ქსელს, სავარაუდოდ, აკრძალავენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც, მათ შორის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი.