ირაკლი ქარქაშაძე პოზნანის აეროპორტის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია მაროკოში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენლები, დირექტორის ხელმძღვანელობით, პარტნიორ აეროპორტებსაც ხვდებიან. ირაკლი ქარქაშაძემ პოზნანის აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე ივნისიდან პოზნანსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების დეტალები განიხილა.

,,პოზნანის აეროპორტთან განვიხილეთ ოპერირების წინა მოსამზადებელი სამუშაოები. იცით, რომ ივნისიდან, 5 ახალი მიმართულების ფარგლებში გვემატება პოზნანის მიმართულებაც. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს ფაქტი, იმ ფონზე, რომ ქუთაისი და პოზნანი დამეგობრებული ქალაქებია და ქუთაისი, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რომელიც ყოველწლიურად პოზნანში იმართება. შესაბამისად, კიდევ ერთი დამატებითი მიმართულება პოლონეთში ამ ქვეყნიდან საქართველოში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, ივნისიდან ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს პოზნანის, ჰამბურგის, ფრანკფურტის, მადრიდისა და ბრიუსელის მიმართულებით დაიწყებს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს