ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების გარემო, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ეუთო-ს როლი, ფუნქციები და კონტრიბუცია.

დღესვე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა და 2022 წლის 6 თვის საქმიანობა მიმოიხილა.

სხდომაზე დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები და კონფლიქტის პერიოდში, ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

„გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ რუსეთის სასტიკი აგრესია ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც დაიღუპა ათიათასობით ადამიანი და განადგურდა უკრაინული ქალაქები და სოფლები. ეს არის რუსეთის მორიგი სასტიკი აგრესია 21-ე საუკუნეში. დღეს, ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენ, ამ ასამბლეის ფარგლებში, უნდა ვიყოთ ერთიანნი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან, ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაშია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში