მამუკა ხაზარაძე - კიევს სჭირდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანები და შესაბამისი აღჭურვილობა, ამიტომ ქართველი ხალხის სახელით, ეს საჩუქარი გადავეცით

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კიევის მერიას საჩუქრად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს გადაწყვეტილება "ლელოს" ლიდერებმა უკრაინელი ხალხის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს ომში მყოფ ქვეყანას სჭირდება, სწორედ ჰუმანიტარული დახმარებაა.

„ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უკრაინისთვის დახმარება არ შეწყდება.

„ვიტალი კლიჩკოზე ბევრი რამ ვიცოდი. დღეს კიდევ უფრო დიდი კაცი, პატრიოტი, მებრძოლი გავიცანი. თავდადებული თავისი ქვეყნისთვის, წარმატება და გამარჯვება მას! უკრაინა გაიმარჯვებს ასეთი ლიდერების ხელში!

დღეს, კიევს სჭირდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანები და შესაბამისი აღჭურვილობა, ამიტომ ჩვენს მეგობარს, ქართველი ხალხის სახელით, ეს საჩუქარი გადავეცით.

მე შევპირდი ვიტალის, რომ ჩვენი დახმარება არ გაჩერდება ისე, როგორც არ გაჩერებულა ბოლო ერთი წლის განმავლობაში!

დიდება გმირებს! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?