ილია დარჩიაშვილი  ნიუ-იორკში სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს საგანგებო სესიის ფარგლებში, სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემები.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის, ხელისუფლების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესისა და ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ.

აღინიშნა, რომ არსებულ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა.

სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოხატა მზადყოფნა პრაქტიკული თვალსაზრისითაც გაუზიაროს ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება.

მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა