ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გზებზე შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობებთან დაკავშირებით მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

აეროპორტის ინფორმაციით, ავიაკომპანიაWizz Air-ის მგზავრებს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.

"გზებზე შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, ბერლინის და ათენის რეისის მგზავრებმა შესაძლო ვერ მოასწრონ აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ავიაკომპანია Wizz Air-თან მიაღწია შეთანხმებას. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვინც აღნიშნული მიზეზის გამო დააგვიანებს გადაუცვლის ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.

ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდთან ერთად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის, რომ მგზავრთა ინტერესები იქნას გათვალისწინებული და აღნიშნული მდგომარეობიდან გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები