შიიტი მუსლიმები მესამე იმამის, ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს შიიტი მუსლიმები მესამე იმამის, ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

„იმამი ჰუსეინი იყო წინასწარმეტყველ მუჰამადის შვილიშვილი, იმამ ალის მეორე ვაჟი. იმამ ჰუსეინი ქალაქ მედინაში, 626 წელს დაიბადა და 680 წელს, ქარბალასთან, ტრაგიკულად დაიღუპა.

იმამ ჰუსეინის მიმართ სიყვარული თითოეული შიიტისთვის არის ისლამის მიმართ სიყვარული, სადაც აქცენტი კეთდება მის სულიერ შემადგენელზე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს ამ დღეს ულოცავს. სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე