იუსტიციის სამინისტრო - საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება.

მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.

„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა - იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც 500-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს