გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე და ყურადღება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში 87%-იანი პროგრესი გვაქვს. ეს არის სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ერთობლივი ეფექტიანი მუშაობის შედეგი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ჯანსაღ გარემოში უნდა ვიცხოვროთ, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გეგმის შესრულების პროცესში ჩართული შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის და მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. პარლამენტი უახლოეს მომავალში ტექნიკური ინსპექტირების განმეორებითი ჯარიმის და ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კანონპროექტს დაამტკიცებს, რაც ერთობლივად ჩვენი საერთო მიზნის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე ისაუბრა.

რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქს გამწვანების დიდი პოტენციალი აქვს, რაც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესების, რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების, მწვანე ინფრასტრუქტურის ასევე, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდე“ წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო