საქართველოში უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია იმართება

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით საელჩოსთან ყვავილები, უკრაინაში რუსეთის დანაშაულების ამსახველი პლაკატები აქვთ მიტანილი.

„მოგეხსენებათ, დღეს ერთი წელი შესრულდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში დაატრიალა. ჩვენ გვინდა ჩვენი სიმბოლური წვლილი შევიტანოთ და უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ. „ამერიკის მეგობართა კლუბი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ომში დაღუპული ბავშვების და მშვიდობიანი ადამიანების ხსოვნას პატივს მივაგებთ. უკრაინაში მოგეხსენებათ 450 ბავშვზე მეტია დაღუპული. სწორედ ამიტომ უკრაინის საელჩოს ჭიშკარზე სიმბოლურად ჩამოვკიდეთ ანგელოზები, რომელზეც იმ თითოეული ბავშვის სახელებია დატანილი, ვინც ომის მსხვერპლი გახდა. დღესაც რუსეთის სახელმწიფო ამ ტერორისტულ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრძელებს“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ილია ზუკაკიშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი