Spiegel - რუსეთი ჩინეთთან „კამიკაძე დრონების“ მიწოდების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს

რუსეთი ჩინეთთან „კამიკაძე დრონების“ მიწოდების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი სამხედროები და უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური მწარმოებელი Xi’an Bingo Intelligent Aviation Technology რუსეთის ფედერაციისთვის კამიკაძე დრონების მასობრივი წარმოების შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

Spiegel-ის თანახმად, ჩინური კომპანია დათანხმდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აპრილამდე ZT-180 დრონების 100 პროტოტიპი გადასცეს. ექსპერტების თქმით, კონსტრუქცია, დიდი ალბათობით, ირანული Shahed -136 კამიკაძე დრონების კონსტრუქციას ჰგავს.

გამოცემის თანახმად, შემდგომ ეტაპზე ჩინური კომპანია კომპონენტებისა და ტექნოლოგიების რუსეთში გადატანას გეგმავს, რათა წარმოება იქ გახდეს შესაძლებელი. ეს თვეში 100 დრონის აწყობას გახდის შესაძლებელს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება