კახა კალაძე - უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებ - ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი

უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველომ ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა არაერთხელ გააჟღერა.

„დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს