ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით

საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით - ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერით, როგორიცაა ერდოღანი, თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თურქეთს თავს დაატყდა.

„ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით. მე გუშინ პრეზიდენტ ერდოღანს ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გადავეცი. მე მას დავუდასტურე ჩემი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თურქეთს და ჩვენს მოძმე ერს თავს დაატყდა. მოგეხსენებათ, რომ 40 ათასზე მეტი გარდაცვლილი არის დადასტურებული და 100 ათასზე მეტია დაშავებული. ათასობით ადამიანი დარჩა ბინების გარეშე. ჩვენ გქონდა გუშინ საუბარი ერდოღანთან, მან მითხრა, რომ მისი დავალებით უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი, გეგმა აქვთ გაკეთებული და ერთ წელიწადში დაახლოებით 270 ათას ბინას ააშენებენ, ყველა ეს ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ, ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვაგზავნეთ ჩვენი მაშველები, რომლებიც თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ ადგილზე. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურსა და მის ხელმძღვანელობას, ვახტანგ გომელაურს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი როგორიცაა ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას