საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - Royal Jordanian-ი საქართველოს ბაზრით ინტერესდება

მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმის მესამე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფო ავიახაზებთან (Royal Jordanian). იორდანიიდან საქართველოში აქამდე, ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. შეხვედრაზე ავიაკომპანიამ ინტერესი გამოხატა რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებით.

„ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება. ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 ათას აღწევს, რაც არ არის ცოტა მაჩვენებელი იორდანიისთვის. ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ველოდებით ტურისტული ნაკადების ზრდას“, - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან 25-მდე შეხვედრა გამართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს