ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში, მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანს გადარჩენა შეძლეს.

"მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი და ძლიერი ლიდერის, ბატონი ერდოღანის ლიდერობით, თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს შეძლებს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო