გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გრუნი პირველი კერძო საგანამანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც იუნისეფმა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა და ეს განპირობებულია ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში უნივერსიტეტის მიერ გაწეული აქტიური საქმიანობით.

ხელმოწერის ცერემონიაზე დოქტორმა ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს იმ ზრუნვისათვის, რასაც ის და მისი უნივერსიტეტი იჩენს ბავშვების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ჩადებული ინვესტიცია, ეს არის მომავალში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც თავის სასიკეთო შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

გრუნისა და იუნისეფის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სასწავლო, სამეცნიერო და სხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, სტუდენტების პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი პროექტების მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს მშობლიური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა გრუნის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებულმა ლილი სალაძემ, რომელიც დღეისათვის წარმატებით საქმიანობს გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის ფონდში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს