გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს 13:00-დან 14:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ნახშირგორა, თხინვალა. გარდა ამისა, 14:00-დან 17:00 საათამდე მცხეთაში აღმაშენებლის, არმაზის, რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას, მტკვრის, კარიბჭის, მირიანის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, გამსახურდიას, გიორგობიანის, ჭავჭავაძის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, ძეგვში აბონენტებს ენერგომომარაგება შეუწყდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში