ხატია დეკანოიძე - უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და პუტინის პოლიტიკური საფლავი აუცილებლად უკრაინაში იქნება

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და პუტინის პოლიტიკური საფლავი აუცილებლად უკრაინაში იქნება - ეს არის ის, რისიც მჯერა და მწამს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა იქნება თავისუფალი ქვეყანა საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბელარუსთან ერთად და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება.

“უკრაინა ყველას შთაგონების წყაროდ გადაიქცა, გააერთიანა მსოფლიო და ყველას დაანახა, რომ უკრაინა არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის, არამედ იბრძვიან ევროპის უსაფრთხოებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ სურს უკან - რუსეთის იმპერიაში და საბჭოთა კავშირში. ეს არის ადამიანებისთვის უდიდესი რწმენის დაბრუნება!

რამდენიმე საათის წინ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა გააკეთა განცხადება, რომ ის ახალი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინაში ძალიან მალე ჩავა, სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას გარდატეხას მოახდენს. ეს არის დასტური იმისა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა და ევროკავშირმა თქვა: - ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა ძალიან მალე გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პროპაგანდისტული ხაზი გაატარა და საქართველოს საკუთარი მოქალაქეები დააშინა, როდესაც უთხრა, რომ “თუ ჩვენ რუსეთთან კეკლუცის პოლიტიკა არ გვექნება, მაშინ ჩვენთან ომი იქნება“.

“ეს არის სრულიად მცდარი იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არის დასუსტებული და უკრაინაში ამხელა სამხედრო ძალის გადასროლის მიუხედავად, ისინი ვერავითარ წინსვლას ვერ ახერხებენ. მეტსაც გეტყვით - ძალიან მალე სამხრეთის ფრონტის მიმართულებით უდიდესი გარღვევა იქნება.

საქართველოს ხელისუფლება უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა და საქართველო განუყოფლები არიან. ჩვენ ჩვენი მომავლით ვართ განუყოფლები. საქართველოს უნდა ჰქონოდა არა ძალიან ზერელე სოლიდარობა, არამედ უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობა უნდა ყოფილიყო იმდენად გადაბმული, რომ განცალკევება არ მომხდარიყო.

საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, უკრაინასთან ერთად ყველაზე ხმაურიანი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.

პუტინს არა აქვს იმის ძალა საქართველოს ან რომელიმე ქვეყანას დაუპირისპირდეს - ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პუტინის საფარქვეშ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო