“დიდება უკრაინას”- ამ სლოგანით საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან

“დიდება უკრაინას”- ამ სლოგანით უერთდებიან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები პარლამენტთან დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად "რუსთაველის" მეტროსთან შეიკრიბნენ.

უკრაინის მოქალაქეებს მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდნენ "ევროპული საქართველოს” წარმადგენლები სლოგანით - „ჯიუტად თავისუფლებისკენ”.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “დიდება უკრაინას”.

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია - “ეს არის საქართველო, დიდება გმირებს” რამდენიმე წუთში დაიწყება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსირონ უკრაინისადმი ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა.

მათი თქმით, ომი, რომელიც დღემდე გრძელდება, აუცილებლად უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით დასრულდება.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა