გემების ინსპექტირების აპლიკაციამ უსაფრთხოების დაჯილდოებაში გაიმარჯვა

APM Terminals-ის მიერ შექმნილმა გემების ინსპექტირების აპლიკაციამ გაიმარჯვა კონკურსში, სადაც მხოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიამ წარადგინა უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ინოვაციური პროექტები.

APM Terminals ინფორმაციით, აპლიკაცია გამოყენებაში ჩაეშვა გასულ კვირას, ხოლო საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებამდე, ტექნიკური ჯგუფის მხარდაჭერით აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

„სხვა ტერმინალების წარმომადგენლებთან ერთად, ტექნიკური ჯგუფის შემადგენლობაში ეიპიემ ტერმინალს ფოთის უსაფრთხოების დეპარტამენტიც იყო ჩართული, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა აპლიკაციის ქართულ ენაზე თარგმნა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად აპლიკაცია ექვს ენაზეა მისაწვდომი: არაბული, ინგლისური, ფრანგული, ქართული, პორტუგალიური და ესპანური.

აპლიკაცია ეხმარება გემის ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ესკალაციასა და სწრაფად აღმოფხვრას, რაც უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნის ჩვენი თანამშრომლებისთვის.

დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, აპლიკაციის მეშვეობით განხორციელდა 23000 შემოწმება, რაც ხელს უწყობს გადამზიდი ხაზების უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას. ფოთში, განახლებული აპლიკაცია უკვე გამოყენებულია უსაფრთხოებისა და საოპერაციო დეპარტამენტის მიერ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს