ვიქტორ ყიფიანმა ყაზახეთის საელჩოს მიერ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

“ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მალიკ მურზალინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დიპლომატები, პოლიტოლოგები, საქართველოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებასთან ყაზახეთის შიდაპოლიტიკური პროცესებზე ისაუბრა და მათ ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ უამბო.

ასევე, საუბარი შეეხო ყაზახეთის ახალ კონსტიტუციასაც. შეხვედრის მონაწილეებმა კი მას საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მიმდინარეობასა და სახვალიო პერსპექტივების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარეს.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ელჩ მალიკ მურზალინთან საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების შესახებ მესაუბრა და კონკრეტული მოსაზრებები გამეზიარებინა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების კუთხით“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ამასთან, ანალიტიკური ცენტრის ცნობით, დისკუსიის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სახელმწიფო სისტემის ცვლილებები ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. ეკონომიკური რეფორმები კი ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ვიქტორ ყიფიანმა ყაზახეთის საელჩოს მიერ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

“ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მალიკ მურზალინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დიპლომატები, პოლიტოლოგები, საქართველოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებასთან ყაზახეთის შიდაპოლიტიკური პროცესებზე ისაუბრა და მათ ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ უამბო.

ასევე, საუბარი შეეხო ყაზახეთის ახალ კონსტიტუციასაც. შეხვედრის მონაწილეებმა კი მას საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების მიმდინარეობასა და სახვალიო პერსპექტივების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარეს.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ელჩ მალიკ მურზალინთან საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების შესახებ მესაუბრა და კონკრეტული მოსაზრებები გამეზიარებინა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების კუთხით“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

ამასთან, ანალიტიკური ცენტრის ცნობით, დისკუსიის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სახელმწიფო სისტემის ცვლილებები ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. ეკონომიკური რეფორმები კი ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა