აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის.

თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის, როგორც რუსი, ასევე მესამე ქვეყნების აქტორების წინააღმდეგ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, „რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას“.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო