რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მინიმუმ 15 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყვავილები მიიტანეს/ ინფორმაციას ОВД-Инфо ავრცელებს.
ამასთან, კიდევ სამი ქალი მოსკოვში, ლესია უკრაინკას ძეგლთან დააკავეს. სამი ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგშიც.
მედიის ინფორმაციით, დაკავებები ხორციელდება რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ირკუტსკში, კოროლევსა და ბარნაულში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"