ვიტალი კლიჩკო - პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ  - მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის

პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ - ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის,- ამის შესახებ ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ უკრაინა და საქართველო წარმატებით გაივლიან ევროპისკენ მიმავალ გზას.

„პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი-ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაცა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! დღეს, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“,- აღნიშნავს კლიჩკო.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში