გიორგი კობერიძე - ტანკები Leopard 2 უკრაინას საშუალებას მისცემს  კონტრშეტევა განახორციელოს მოწინააღმდეგის სიღრმეში

რუსეთმა 100 ათასობით სამხედრო დაკარგა და დაიკავა რა, სოლედარი და მარიუპოლი? ოლქის დედაქალაქებიდან ერთი ეკავა, ხერსონი და ისიც დაკარგული აქვს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტმა „ჯიპას“ პროფესორმა, გიორგი კობერიძემ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, 1 წლის განმავლობაში, რუსეთმა საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლა.

„გათვლა არ ყოფილა იმაზე, რომ იქნებოდა ფრონტალური შეჯახებები. ფრონტის ხაზზე სიტუაცია არ იცვლება, რადგან გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკოსები იღებდნენ და არა სამხედროები.

ბახმუტის შემოგარენში, სადაც ბრძოლა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, რუსეთმა შეძლო ერთი, სოლედარის დაკავება და ასევე დაიკავა 4 პატარა სოფელი. ჩვენ ვსაუბრობთ ძალაზე, რომელიც 1 წლის წინ საუბრობდა, რომ მსოფლიოში მეორე არმია იყო და ეს „მეორე არმია“, 17 ათასი მოსახლისაგან შემდგარ ბახმუტს, 7 თვის განმავლობაში ვერ იკავებს. ბახმუტს უტევენ, როგორც დონეცკელი სეპარატისტები, ასევე რუსეთის სპეცრაზმი. ეს სამხედრო ძალები ვერ იღებენ ბახმუტს, 7 თვის განმავლობაში.

რუსეთმა 100 ათასობით სამხედრო დაკარგა და დაიკავა რა, სოლედარი და მარიუპოლი? ოლქის დედაქალაქებიდან ერთი ეკავა, ხერსონი და ისიც დაკარგული აქვს. რუსეთს ომის განმავლობაში უკრაინის არცერთი საოლქო დედაქალაქი არ უჭირავს“, - განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რუსეთს უჭირს და ომს ვერ იგებს.

„გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რუსეთი ომის მეორე ფაზაში, ჩრდილოეთ კორეას ჭურვებს სთხოვს. ტენდენციაა, რომ რუსეთს უჭირს და ვერ იგებს ომს. ვხედავთ, რომ რამდენი კონტრშეტევაც განახორციელა უკრაინამ ყველაში გაიმარჯვა“, - განაცხადა კობერიძემ.

კითხვაზე, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება იქონიოს Leopard 2 ტანკების უკრაინისთვის გადაცემამ, კობერიძემ განაცხადა, რომ Leopard 2 ტანკები უკრაინას მისცემს მოწინააღმდეგის სიღრმეში კონტრშეტევის განხორციელების საშუალებას, ისე რომ მათი დანაკარგები ბევრად მცირე იქნება, ვიდრე რუსული სატანკო კოლონიების.

მისი თქმით, 20-მდე ტანკი Leopard 2 10 მარტისთვის გამოჩნდება.

„ახლა რა სივრცეშიც ომი გადადის, არის ტექნოლოგიური დომინაცია. ომის დასაწყისში უკრაინას ეს დომინაცია არ ჰქონდა. ომის დასაწყისში, უკრაინის ერთადერთი დომინაცია იყო მისი უზარმაზარი რაოდენობის საარტილერიო ჭურვები და სისტემები.

ეს ტანკები უკრაინას მისცემს იმის საშუალებას, რომ განახორციელონ კონტრშეტევა მოწინააღმდეგის სიღრმეში, ისე რომ მათი დანაკარგები ბევრად მცირე იქნება, ვიდრე რუსული სატანკო კოლონიების.

20-მდე "ლეოპარდი" უკრაინაში, დაახლოებით 10 მარტისთვის გამოჩნდება. როდესაც ფრონტის ხაზზე გამოჩნდებიან Leopard 2 ტანკები, იქნება სტრატეგიული კონტრშეტევა. უკრაინელების კონტრშეტევა უნდა იყოს მასირებული, მრავალ მიმართულებიანი და გარღვევაზე ორიენტირებული“,- განაცხადა კობერიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი