ელენე ხოშტარია - უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა მოქმედების, არ დაღლის, გამარჯვების რწმენა - ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ქვეყანა, რწმენა, რომელიც მძიმე მომენტში გეუბნება: არ დაიღალო, არ დანებდე და გაიმარჯვებ

მოგმართავთ კიევიდან, ადგილიდან, სადაც ღირსება არამხოლოდ სიტყვა, არამედ ყოველწუთიერი არჩევანია - დღეს არ არის ემოციური განცხადებების დრო! დღეს არის კონკრეტული ხედვის აუცილებლობა ,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც ის განმარტავს, უკრაინა და კიევი არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა მოქმედების, არ დაღლის, გამარჯვების რწმენა.

„ განსაკუთრებით მინდა პატივი გამოვხატო ჩვენი გმირების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის თავს წირავს იმპერიასთან ბრძოლაში. დღეს, ჩვენს ერთობას მთელი მსოფლიო ხედავს. ჩვენ ყველა ვემსახურებით თავისუფალი, მშვიდობიანი, ღირსეული და ევროპული ქვეყნის იდეას.

უკრაინა და კიევი არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა მოქმედების, არ დაღლის, გამარჯვების რწმენა. ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა. რწმენა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში გეუბნება არ დაიღალო, არ დანებდე და გაიმარჯვებ. ჩვენი ბრძოლაა ტყუილთან, უღირსობასთან, სირცხვილთან, უიმედობასთან, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

მოგმართავთ კიევიდან, ადგილიდან, სადაც ღირსება არამხოლოდ სიტყვა, არამედ ყოველწუთიერი არჩევანია. ადგილიდან, სადაც იმპერია მარცხდება, ადგილიდან, სადაც ძალიან მალე იქნება გამარჯვება, ადგილიდან, სადაც ჩვენი მომავალი შენდება. დღეს, თქვენი შეკრებით ამ საქმეში ჩვენი აგური დადეთ.

გარდა რწმენისა, ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება გონიერება. კარგად მესმის, რომ გამარჯვება არ მოდის მხოლოდ მიტინგზე შეძახილებით. დღეს არ არის ემოციური განცხადებების დრო! დღეს არის კონკრეტული ხედვის აუცილებლობა. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ჩვენ თავზე ვიღებთ. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“,- აღნიშნავს ხოშტარია.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა