გერმანია უკრაინას Leopard-ის ტიპის დამატებით ტანკებს გადასცემს

გერმანია უკრაინას Leopard 2A6 ტიპის კიდევ ოთხ ტანკს გადასცემს.

ბუნდესვერის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიიღო.

მათივე განცხადებით, ეს შესაძლებელს გახდის პორტუგალიასთან და შვედეთთან ერთად ჩამოყალიბდეს ერთი სატანკო ბატალიონი 31 ტანკით.

"თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა გადაწყვიტა, ბუნდესვერის საწყობიდან უკრაინაში კიდევ ოთხი Leopard 2A6 ტანკი გაგზავნოს. ეს უკრაინისთვის მიწოდებული ტანკების რაოდენობას 14-დან 18-მდე გაზრდის და პორტუგალიასთან და შვედეთთან ერთად ხელმისაწვდომი გახდება მთლიანი ბატალიონი", - აღნიშნულია ბუნდესვერის ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს