ზურაბ ჯაფარიძე - 24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო - დღეს აქ ხართ, რაც ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ ახსნა, ვინ არის სიკეთის და ვინ ბოროტების მხარეს - ყველაფერი შეგვიძლია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ!

თუ კიევი დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს იმედი, რომ ქვეყნის აშენება კიდევ შესაძლებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილი ხალხი ამ აზრის უარყოფაა.

„24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო. ერთი წლის წინ ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. თუ ეს მოხდებოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, მერე სასწაული მოხდა. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ გააჩერეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერია და მე შეიძლება ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. 24 თებერვალს მორალსა და ამორალურობას შორის, თეთრსა და შავს შორის ძალიან მკვეთრი ხაზი გაივლო.

ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ნიშნავს იმას,რომ თქვენ ამის ახსნა არ გჭირდებათ. არ გჭირდებათ იმის გაგება, ამ ბრძოლაში ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ - ბოროტების. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ მათ დაკარგეს იმედი. არ სჯერათ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის აშენებას, მაგრამ თქვენ დღეს აქ რომ დგახართ, ეს ამ აზრის უარყოფაა. ყველაფერი შეგვიძლია! ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ!

დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს