გიული ალასანია - უკრაინის მნიშვნელოვანი მოქალაქე, როგორიც ჩემი შვილია, საქართველოში დატყვევებულია, პუტინის ტყვეა, ციხეში მოწამლულია და კვდება

უკრაინის მნიშვნელოვანი მოქალაქე, როგორიც ჩემი შვილია, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, აქ, საქართველოში დატყვევებულია, პუტინის ტყვეა, მოწამლულია ციხეში და კვდება - ამ ხელისუფლებისგან ზელენსკის და ერმაკის მოწოდებები იგნორირებულია და რა უნდა ვუთხრათ ასეთ ხელისუფლებას, არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელები გმირულად იცავენ სახელმწიფოებრიობას.

"საოცარი მაგალითი გვაჩვენეს. სამწუხაროდ, ყველა ამას ვერ ხედავს, არ ესმის. ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოც ის ქვეყანა იყო, რომელიც ძალიან კარგ მაგალითებს იძლეოდა და ბევრმა გადაიღო.

უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი მოქალაქე, როგორიც ჩემი შვილია, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, აქ, საქართველოში დატყვევებულია, პუტინის ტყვეა, მოწამლულია ციხეში და კვდება. ჩვენს ხელისუფლებას მიმართავს ზელენსკი, ერმაკი, არახამია, მთელი პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაუშვან მათი მოქალაქე, იმკურნალოს შესაბამის კლინიკაში, აღიდგინოს ჯანმრთელობა და ეს მათ არ ესმით. მეტი რა უნდა ვუთხრა?!

დღევანდელი დღე არის უკრაინის მხარდაჭერა. მათთვის გამარჯვების სურვილი. უკრაინა უკვე გამარჯვებულია. ჩვენ გვინდა საბოლოოდ დაესვას წერტილი იმ ჯოჯოხეთს, რომელიც გრძელდება.

პარლამენტის წევრები მიწვეულები იყვნენ უკრაინაში, მაგრამ უარი თქვეს. ეს მოსალოდნელი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ციხეშივე მოწამლული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი კვდება. ამ ხელისუფლებისგან იგნორირებულია ზელენსკის და ერმაკის მოწოდებები და რა უნდა ვუთხრათ ასეთ ხელისუფლებას, არ ვიცი“, - აღნიშნავს ალასანია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან