ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ ეთანხმება შეთავაზებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან თურქეთში მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით.

ზელენსკის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განიხილებოდა, თუმცა ერდოღანმა და სხვებმა ვერ შეძლეს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა, ახლა კი პუტინი იგივე ადამიანი აღარ არის.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა იცის ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს საკითხი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განვიხილეთ. მე მას ვუთხარი: „დასვით პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ შეიძლება სრულმასშტაბიანი ომის რისკის დაშვება“. მაშინ მან ეს ვერ შეძლო და არა მარტო მან. ახლა ფიქრობს, რომ შეუძლია ამის გაკეთება. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია.

[პუტინი] უკვე ის ადამიანი აღარ არის. იქ უკვე აღარავინ არის, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს