„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - პუტინმა და სხვა დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, „დიდი შვიდეული“ აცხადებს, რომ ურყევად მხარს დაუჭერენ უკრაინას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და რომ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ქვეყნების სუვერენიტეტის ფუნდამენტურ პრინციპებზე, სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და ადამიანის უფლებებზე თავდასხმად აფასებენ.

ამასთან, მათი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული რიტორიკა "უპასუხისმგებლო" და "მიუღებელია".

„ერთიანი ვართ გადაწყვეტილებაში, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და სხვა დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნულია კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ლიდერების განცხადებაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს