ირაკლი ქარქაშაძე თბილისის აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით ავიაკომპანია VUELING-ს შეხვდა

საავიაციო ფორუმ Connect 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ბოლო შეხვედრა ესპანურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია VUELING-ის ხელმძღვანელობასთან გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ოპერირების დაწყების შესაძლებლობას.

„VUELING-თან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოს ბაზრით ძალიან არის დაინტერესებული იმ ფონზე, რომ ტურისტული ნაკადები საქართველოდან ესპანეთში და პირიქით, მზარდია. ამას კი ხელი შეუწყო, ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებამ, რომელიც საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ეს არის ერთადერთი პირდაპირი საჰაერო კავშირი ესპანეთის სამეფოსთან. ივნისიდან, კვლავ ქუთაისის აეროპორტიდან გვემატება მადრიდის მიმართულებაც და იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ დატვირთული იქნება რეისები. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, მგზავრებს ერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენებს საქართველოს სხვადასხვა აეროპორტებიდან ვთავაზობთ, რათა მათ არჩევანის მეტი საშუალება ჰქონდეთ”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია VUELING 2004 წელს დაფუძნდა და ავიახომალდებისა და მიმართულებების რაოდენობით ესპანეთში სიდიდით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა. VUELING-ს ბაზები ბარსელონას, პარიზის (ორლი) და რომის (ფიუმიჩინო) აეროპორტებში აქვს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე